РИА Новости საქართველოზე: "ამას არავინ ელოდა - რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ ევროკავშირი მიატოვა"

30.04.24 17:57
РИА Новости საქართველოზე: "ამას არავინ ელოდა - რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ ევროკავშირი მიატოვა"

"ამას არავინ ელოდა. რუსეთის ყოფილმა მოწინააღმდეგემ ევროკავშირი მიატოვა" - ამ სათაურით სტატიას РИА Новости ავრცელებს და გუშინ "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ კონტრაქციას ეხმაურება.

სტატიაში მიმოხილულია "ქართული ოცნების" ლიდერების განცხადებები - კრიტიკა ოპოზიციის მიმართ და ულტიმატუმის ენით საუბარი პარტნიორებთან.

ევროკავშირში სულ უფრო ხშირად ისმის მუქარა საქართველოსთვის უვიზო რეჟიმისა და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის ჩამორთმევის შესახებ. ამასთან დაკავშირებით, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახლა ევროკავშირს არ სურს საქართველოს მიღება, მაგრამ არც ქვეყანაა ამისთვის მზად. მისი თქმით, ქვეყანაში ამ საკითხზე ერთიანი აზრი არ არსებობს.

მიუხედავად ამისა, თბილისი მაშინვე გააუქმებს კანონს უცხოური აგენტების შესახებ, როგორც კი რესპუბლიკას ევროპულ ოჯახში მიიწვევენ დააზუსტა პოლიტიკოსმა. ამასთან, ყოფილმა პრემიერმა გააფრთხილა ოპოზიცია: თუ ვინმე დაარღვევს კანონს საპროტესტო აქციების დროს, ის "მკაცრად დაისჯება" - წერია სტატიაში. 

გარდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებისა, სტატიაში მოყვანია შალვა პაპუაშვილის გაფრთხილებაც პარტნიორების მისამართით:

კრიტიკა უცხოეთიდან, რომელიც ხელისუფლებას თავს დაატყდა, სკანდალური კანონპროექტის მიღების პროცესში, ფაქტობრივად, რესპუბლიკის მოქალაქეებს ძალადობისკენ უბიძგებს - ნათქვამია სტატიაში. 

პროევროპული აქციები რომ პერმანენტული იქნება, ამაზეც წერს გამოცემა და ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებებს იშველიებს. დამოუკიდებელი დეპუტატი, თეონა აქუბარდია მოსალოდნელ საფრთხეეებზე საუბრობს.

"ჩვენ შევალთ ჩიხში, რომელიც განსაზღვრავს ჩვენს ბედს და ათწლეულების განმავლობაში საკმაოდ რთულ ვითარებაში გვამყოფებს".

აქციის მონაწილეები ვარაუდობენ, რომ საპროტესტო აქციები შეიძლება გაგრძელდეს ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებამდე. მეტიც, ოპოზიციას  ხელისუფლების მარტივად შეცვლა არ აწყობს. ასე მაგალითად, დამოუკიდებელმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ მოუწოდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილს წინააღმდეგ ბრძოლისკენ , რომელსაც ხშირად რუხ კარდინალად  და ქვეყნის მთავარ ოლიგარქად მოიხსენიებს. „მას უნდა, რომ ხალხმა იცხოვროს ისე, როგორც თავად განუსაზღვრავს და არა ისე როგორც ეს მათ სურთ"  - აღნიშნა აქუბარდიამ." - წერია სტატიაში.

"სხვა სამყარო" - სტატიაში ამ ქვესათაურის ქვეშ საუბარია "ოცნების" კონტრაქციაზე:

თბილისში უცხოური აგენტების შესახებ კანონს მოწინააღმდეგეები უკვე კვირაზე მეტია, აპროტესტებენ. აქციები სადღეღამისო რეჟიმში გრძელდება. დილით პარლამენტთან არის პიკეტები, დღის განმავლობაში იქ უკვე ჟურნალისტები  ოპოზიციის დეპუტატებთან სასაუბროდ გადიან, საღამოს კი ათასობით მოქალაქე იკრიბება, რომლებიც ხელისუფლებას „რუსეთის აგენტად“ მოიხსენებენ.

ამ ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ მხარდამჭერების მობილიზება გადაწყვიტა, იმის სადემონსტრაციოდ,რომ არავის ეგონოს თიქოს მათ მხარდამჭრები არ ჰყავთ"- წერია სტატიაში.

РИА Новости პარლამენტის ვიცე სპიკერს, ციტირებს და ამბობს, რომ გია ვოლსკიმ "ქართული ოცნების" ღონიძიებას "ეროვნული შეკრება" უწოდა: 

ეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩაითვალოს კონტრაქციად... ისინი ვერც კი წარმოიდგენენ, რომ არსებობს ადამიანთა ძალიან დიდი ჯგუფი, რომელსაც არ მოსწონს, როცა სამშობლოს ღალატობენ და რომლებიც თვლიან, რომ ქვეყნის ღირსება უნდა იყოს დაცული. აქციაზე ასეთი ადამიანების დიდი რაოდენობა შეიკრიბება“, - ამბობს ვოლსკი.

მსგავსი სიახლეები