"კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა" - ფოტიგა ივანიშვილზე
"კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა..." - ასე ეხმაურება ევროპარლამენტარი ანნა ფოტიგა "ქართული ოცნების" მიერ გუშინ გამართულ "რუსულ მარშს" და ივანიშვილის გზავნილებს.
ფოტიგა ბიძინა ივანიშვილის მმართველობას 12-წლიანი ტყუილს უწოდებს.
"გუშინდელ გამოსვლაში კრემლის მიერ დასმულმა ოლიგარქმა ყველა კარტი მაგიდაზე დაალაგა. 12-წლიანი ტყუილის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი მკაფიო სიგნალს აგზავნის მისი მმართველობის ქვეშ ქვეყნის გეოპოლიტიკური მარშრუტის შესახებ. საბედნიეროდ, ადამიანებმა საუკუნეების წინ გააკეთეს თავიანთი ცივილიზაციური არჩევანი. საქართველოს ადგილი ევროპაშია", - წერს ფოტიგა.