,,ოცნება" მარტო იქნება - ,,ლელომ" პარლამენტის ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღო
ვაპროტესტებთ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, შარლ მიშელის შეთანხმების არშესრულებას - ამის შესახებ განცხადება მამუკა ხაზარაძემ პარლამენტში საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. ,,ლელომ" საკანონმდებლო ორგანოს ბოიკოტის გადაწყვეტილება მიიღო.
თუ ესენი ვერ ამჩნევენ, რა ვითარებაში შეიყვანა ,,ქართულმა ოცნებამ" ქვეყანა, თუ ვერ ამჩნევენ, როგორ შეიცვალა ჩვენი ქვეყნის საგარეო კურსი, ესენი ნებსით, თუ უნებლიეთ, ემსახურებიან ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებს. ამიტომ ,,ოცნებას" მოუწევს ამ პროცესებზე პასუხისმგებლობის აღება. ისინი ამ პარლამენტში მარტო იქნებიან, რადგან ღარიბაშვილი და მისი მთავრობა მიაქანებს ამ ქვეყანას უფსკრულისკენ, ვაპროტესტებ ჟურნალისტებზე თავდასხმას, რუსულ კურსს, ვაპროტესტებთ შარლ მიშელის შეთანხმების არშესრულებას, მოსამართლეების ასე სწრაფად დანიშვნას, ვაპროტესტებთ იმ უიმედობას, რომელიც ,,ოცნაბამ" დააფუძნა ამ ქვეყანაში, ამიტომ გამოსავალი ერთია, მშვიდობიანი პროტესტი, გარდამავალი მთავრობა და ადგილობრივი არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. მანამდე ,,ოცნება" მარტო იქნება", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.