"ოცნებამ“ ძლივს აირჩია ქალთა კვოტაში გამოვაჭრებული, ვადაგასული ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ლეგიტიმაცია მაინც ვერ მიანიჭა - სიორიძე

30.04.24 18:54
"ოცნებამ“ ძლივს აირჩია ქალთა კვოტაში გამოვაჭრებული, ვადაგასული ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ლეგიტიმაცია მაინც ვერ მიანიჭა - სიორიძე

“ქართულმა ოცნებამ“ ძლივს აირჩია ქალთა კვოტაში გამოვაჭრებული, 2 წლის მანძილზე ვადაგასული ცესკოს თავმჯდომარე, მაგრამ ლეგიტიმაცია მაინც ვერ მიანიჭა - ამის შესახებ ამის შესახებ "ლელოს" წევრი, გიორგი სიორიძე ამბობს. 

მისი თქმით, სიმბოლურია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და 3 წევრის არჩევა „რუსული კანონის“ განხილვის პარალელურად მოხდა.

გიორგი კალანდარიშვილი, რომლის გულისთვისაც მმართველმა პარტიამ დაარღვია კონსტიტუცია, რამდენჯერმე შეცვლალა საარჩევნო კოდექსი და პარლამენტის რეგლამენტი, დაძლია პრეზიდენტის ორი ვეტო, ჩააგდო ევროკავშირის 9 დათქმიდან ერთ-ერთი, დახია ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნები, მაინც ვერ აირჩია საჭირო კვორუმით-90 ხმით. 

სიმბოლურია, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და 3 წევრის არჩევა „რუსული კანონის“ განხილვის პარალელურად მოხდა. „ქართულმა ოცნებამ“ უფრო დიდი სირცხვილით, „რუსული კანონის“ განხილვით სცადა ამ აგრეთვე სასირცხვილო ფაქტის გადაფარვა. მთელი ეს პროცესი იყო დეკორაცია და ფარსი, აკი თავადაც არ  მალავდნენ, რომ კანდიდატების შესარჩევი კონკურსიც და არჩევაც  მხოლოდ ფასადურად მოხდა- კონკრეტულ პირებზე მოხდა წინასწარი გარიგება, საფასური კი ქალთა კვოტირების გაუქმება იყო.

საზოგადოებას შევახსენებ, რომ ქალთა კვოტირების რეგლამენტაცია ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის მნიშნელოვანი იყო, რადგანაც 12 პუნქტიანი გეგმიდან 3 რომ ჩაგვითვალეს შესრულებულად, ერთ-ერთი სწორედ ამ საკითხს ეხებოდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ  „ქართულმა ოცნებამ“ ევროინტეგრაციის გზაზე ორი ნაბიჯი გადადგა უკან. შესაბამისად, „გირჩისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ მხარდაჭერა, ვერ გახდის ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს „მრავალპარტიულად არჩეულებს“.

ეს ყოველივე კი ერთ მიზანს ემსახურება: შეშინებული ხელისუფლება, რომელიც უპირისპირდება ყველას-საგარეო პარტნიორებს, სამოქალაქო სექტორს და პირველ რიგში, ქართულ საზოგადოებას- ყველაფერს ცდილობს 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნების მისათვისებლად. თუმცა ყველა მცდელობა ამაო იქნება, ვინაიდან საბოლოო გადაწყვეტილებას ამ ქვეყანაში ქართველი ამომრჩეველი მიიღებს"- ამბობს სიორიძე. 
 

მსგავსი სიახლეები