აითაჯის საქმე - დედას 3 წლით, ბიძას კი 3.6 წლით პატიმრობა შეუფარდა - რას ამბობენ დაკავებულები
14 წლის აითაჯ შახმაროვას საქმე - რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მაია შოშიაშვილი გადაწყვეტილება ცნობილია.
სკოლის მოსწვლის ქორწინების იძულებისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული დედა, ეგანა მაგარამოვა და ბიძა ნატიკ მაგარამოვი სასამართლომ ციხეში გაუშვა.
ეგანა მაგარამოვას 3 წლის ვადით, ნატიკ მაგარამოვს კი 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, აითაჯ შახმაროვას დედაც და ბიძაც როგორც ქორწინების იძულებაში, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაში დამნაშავედ იქნენ ცნობილი.
- 13 წლის აითაჯ შახმაროვას ქორწინების იძულებისთვის დედასა და ბიძას 3-3 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრათ, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის კი, ნატიკ მაგარამოვს 3,6 წლით თავისუფლების აღკვეთა, ეგანა მაგარამოვს კი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. დიდმა სასჯელმა მცირე სასჯელი შთანთქა და საბოლოოდ ბიძას, 3 წლითა და 6 თვის ვადით, დედას კი 3 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.
მაია შოშიაშვილმა დღეს ბრალდებულების საბოლოო სიტყვებსაც მოუსმინა.
"რა დავაშავე, რაზე უნდა ვიგრძნო თავი, რომ დამნაშავე ვარ",- განაცხადა ნატიკ მაგარამოვმა.
რაც შეეხება აითაჯ შახმაროვას დედას, მან რამდენჯერმე განაცხადა, რომ ის ამ საქმეში უდანაშაულო, უფრო მეტიც, დაზარალებულია.
"ამ საქმეში დაზარალებული ვარ, რომელ დედას ენდომებოდა შვილი ასე გამოსცლოდა? ამ საქმეში უდანაშაულო ვარ, 7 თვეა, რაც უდანაშაულოდ ვზივარ, ჩემი შვილი სადაა დაკრძალული, ესეც არ ვიცი, მის საფლავზეც არ მივსულვარ. ბავშვი ჩემი გაზრდილი იყო, რა სიმწრით გავზარდე შვილები, ეს ვინ იცის, ჩემი შვილების გამო სიკვდილზეც წამსვლელი ვიყავი. ჩემზე მეტად დაზარალებული არავინაა", - განაცხადა მაგარამოვამ.
შეგახსნეებთ, რომ საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 14 წლის აითაჯ შახმაროვა 27 წლის ასიმ ასლანოვმა სასიკვდილოდ დაჭრა და გაქიცა. კაცს 3 დღის განმავლობაში ეძებდნენ, შეიარაღებული მოძალადის დაკავება 10 ოქტომბერს მოხერხდა.
მალევე გაირკვა, რომ კაცი ბავშვთან „არარეგისტრირებულ ქორწინებაში“ იყო. უფლებადამცველები ამბობენ, რომ აითაჯი ტყვეობიდან დაღწევას ცდოლობდა.
საქმის მასალების მიხედვით, აითაჯ შახმაროვა 13 წლის იყო, როცა დედამ და ბიძამ მისი დაქორწინება დაგეგმეს. ჩვენება სასამართლოს ათობით მოწმემ მისცა, რომლებიც დაკავებულების სავარაუდო დანაშაულზე მიუთთითებდნენ.