ივანიშვილი განცხადებები სამარცხვინოა... დროა EU-მა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები მის წინააღმდეგ - ლექსმანი

30.04.24 19:26
ივანიშვილი განცხადებები სამარცხვინოა... დროა EU-მა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები მის წინააღმდეგ - ლექსმანი

"დროა ევროკავშირმა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და გადაარჩინოს საქართველო მისი კლანჭებისგან" - ამის შესახებ ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი სოციალურ ქსელში წერს.

ლექსმანი ეხმაურება "ქართული ოცნების" გუშინდელ კონტრაქციას და წერს, რომ ის განცხადებები, რაც ივანიშვილმა გააკეთა - "სამარცხვინოა".

ბიძინა ივანიშვილის ბოლო განცხადებები სრულიად სამარცხვინოა და მხოლოდ ხაზს უსვამს მის მცდელობებს გაანადგუროს საქართველოს დემოკრატია და ევროპული მისწრაფება.

დროა ევროკავშირმა დააწესოს მიზანმიმართული სანქციები ამ ოლიგარქის წინააღმდეგ და გადაარჩინოს საქართველო მისი კლანჭებისგან," - წერს ლექსმანი.

მსგავსი სიახლეები