არა რუსულ კანონს! - ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო

30.04.24 19:34
არა რუსულ კანონს! - ზაზა სარალიძემ შიმშილობა დაიწყო

თბილისში, ხორავას ქუჩაზე სასტიკად მოკლული დათუნა სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს უერთდება - შვილმოკლული მამა ამბობს, რომ "საქართველო გადასარჩენია". 

სარალიძის თქმით, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და შიმშილობა დაიწყო. 

"არ შევწყვეტ შიმშილობას, სანამ რუსულ კანონს არ გაიწვევენ"- ამბობს ზაზა სარალიძე "პირველებთან". 

მისი შეფასებით, ივანიშვილის გუნდმა თაობები დაუპირისპირა ერთმანეთს: "ხელისუფლებამ შვილებისა და მშობლების თაობის დაპირისპირება დაიწყო. უნდათ მომავალი თაობის მოკვლა, განადგურება. ჩვენი თაობაასთან ეს ასე თუ ისე მიაღწიეს, ამათთან არ გამოუვათ". 

შვილმოკლული მამა რუსული კანონის ინიციატორ მამუკა მდინარაძეს რუსთაველის გამზირზე ელოდება: 

გუშინ დავიწყე შიმშილობა ჩემი და სხვისი შვილების ევროპული მომავლის დასაცავად. მე ამ იდეას თავს შევწირავ, სად ხარ ბატონო მამუკა (მდინარაძე) - ჩამოდი, ხომ ამბობდი ჩამოვალო?! "- ამბობს სარალიძე. 

 მისი თქმით, ხელისუფლებამ პარტიოტ, პროპდასავლურ ახალგაზრდებს "იუდები" ეძახა. 

ვინ ხართ თქვენ, ქრისტეს სახელით, რომ იუდას ადარებთ ჩემს შვილს და მომავალ თაობას?! ვინ მოგცათ ამის უფლება - "ქრისტეს მიმდევრები" სიძულვილს რომ ქადაგებთ. ვინ მისცა მთავრობას უფლება, რომ ჩემს შვილს და მის თანატოლებს მოღალატეს ეძახის?! - ამბობს სარალიძე "პირველებთან". 

 ზაზა სარალიძემ შვილების თაობის მშობლებს მიმართა - "დაუდექით თქვენ შვილებს გვერდით, არ მისცეთ ამ ხელისუფლებას უფლება, რომ ჩვენს შვილებს ბო..ბი ეძახოს"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები