დანაშაული ხდება ყველგან - კახა კუჭავა
დანაშაული ხდება ყველგან - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე, რომელაც დღეს უთხრეს, რომ "ორჯერ დაახიეს თავზე ევროკავშირის დროშა"
სამწუხაროდ, მარტო საქართველო არ არის, სადაც დროშას ხევენ, ევროკავშირის დროშას, რეაგირებაც შესაბამისი იყო და მე დღეს ბიუროზეც ვახსენე, სამწუხაროდ, ჩვენთან არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა იმისა, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი ეროვნული სიმბოლიკის გარდა, მათ შორის, ის ეროვნული სიმბოლიკა, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ხალხის არჩევანს და კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ამაზე ჯობია, ვიმსჯელოთ, შემდეგზე რომ მსგავსი რამე არ მოხდეს და ვინ როგორ დაისაჯოს და არა ის, ვის როგორ დაახიეს თავზე დროშა",- თქვა კუჭავამ.