თქვენ გვემსახურებით და ჩვენ როგორც გვინდა, ისე უნდა მოიქცეთ - სალომე ჭლუხაძე "ოცნებას"

30.04.24 20:21
თქვენ გვემსახურებით და ჩვენ როგორც გვინდა, ისე უნდა მოიქცეთ - სალომე ჭლუხაძე "ოცნებას"

თქვენ გვემსახურებით და ჩვენ როგორც გვინდა, ისე უნდა მოიქცეთ - ამ სიტყვებით მიმართა მსახიობმა სალომე ჭულუხაძემ რუსთაველის გამზირიდან ხელისუფლებას. ხელოვანი პირდაპირ ამბობს, რომ არ სურს, მისი შვილები რუსეთში გაიზარდონ და ამიტომ, როგორც ხალხი იტყვის, მთავრობაც ისე უნდა მოიქცეს. 

თქვენ გვემსახურებით ჩვენ ანუ მე მყავხართ დაქირავებული და ჩვენ როგორც გვინდა, ისე უნდა მოიქცეთ, წინ უნდა გვატაროთ და ეს ქვეყანა მომავალში ევროპისკენ უნდა წაიყვანოთ და ერთი რაღაც მინდა კიდევ ხალხს ვთხოვო, ვინც ხმას აძლევს, ეს დავინახოთ, როგორც წინა ხელისუფლებები მოვიყვანეთ, არარ მოვიყვანოთ ასე, ძალიან გთხოვთ. ყველას დავანახოთ, რომ ჩვენ გვემსახურებიან ეგენი და არა ჩვენ ვემსახურებით მათ. არავის ვაპატიებთ, რომ ჩვენი შილები რუსეთში გაიზარდნონ, - ამბობ სალომე ჭულუხაძე. 

მსგავსი სიახლეები