ქვეყნის ბედი ახლა თითოეული მოქალაქის ხელშია, არ უნდა დავიღალოთ! - ეკა გიგაური

30.04.24 20:27
ქვეყნის ბედი ახლა თითოეული მოქალაქის ხელშია, არ უნდა დავიღალოთ! - ეკა გიგაური

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა შედეგს მხოლოდ პერმანენტული აქციებით გამოიღებს. მესამე სექტორის წარმომადგენელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ უნდა დაიღალონ და გამოიფიტონ, რადგან სწორედ ამის იმედი აქვს ივანიშვილის მთავრობას. მისი თქმით, ქვეყნის ბედი ახლა სწორედ თითოეული მოქალაქის ხელშია. 

მთავარი, რაც მან თქვა, არის, რომ მას მიჰყავს საქართველო რუსეთის მიმართულებით და ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ არ გავაკეთოთ ის, რასაც ის ამბობს. ის ამბობს, რომ ჩვენ დავიღლებით, რომ გამოვიფიტებით და ა.შ. და ჩვენ ეს არ უნდა გავაკეთოთ, მხოლოდ ეს მოგვაგებინებს ამ ბრძოლას, ამიტომ თითოეული მოქალაქის ხელშია ჩვენი ქვეყნის ბედი, - ამბობს ეკა გიგაური. 

მსგავსი სიახლეები