"ოცნების" პარანოიას საქართველოს მოასხლეობამ კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს - მარიკაშვილი

30.04.24 20:40
"ოცნების" პარანოიას საქართველოს მოასხლეობამ კონკრეტული პასუხი უნდა გასცეს - მარიკაშვილი

"საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მიიჩნევს, რომ "ოცნების" საგარეო კურსი ასეთი ცხადი არასდროს ყოფილა. მისი თქმით, არჩევანი მარტივია: ერთ მხარეს დგას ივანიშილი და რუსეთი, ხოლო მეორე მხარეს განვიტარებული დასავლური სამყარო. მესამე სექტორის წარმომადგენელი ამბობს, რომ საქართელოს ყოფნა-არყოფნის საკითხი სწორედ ახლა წყდება. 

აღარ დარჩა ნაცრისფერი სივრცე, არის ყველაფერი თეთრი და შავი, არის რუსეთი ბიძინა ივანიშვილის მხარეს და აქეთ არის დანარჩენი საქართველო და დასავლური ღირებულებები და დასავლური პარტნიორობა და ამ ყველაფერთან ერთად განვითარება ჩვენი ქვეყნის, ამიტომ ამ პარანოიას უნდა გასცეს საქართველოს მოსახლეობამ ძალიან კონკრეტული პასუხი, იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის ბედი, - ამბობს ედუარდ მარიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები