ვერ ვიცხოვრებ რუსეთში - ბიზნესმენი კახა ხაზარაძე რუსული კანონის წინააღმდეგ

30.04.24 20:42
ვერ ვიცხოვრებ რუსეთში - ბიზნესმენი კახა ხაზარაძე რუსული კანონის წინააღმდეგ

ბიზნესმენი რუსული კანონის წინააღმდეგ - კახა ხაზარაძე მიმართვას ავრცელებს და გარუსების წინააღმდეგ ბრძოლას აანონსებს. 

მისი თქმით, გუშინდელი აქციით გამოჩნდა, "ვის ინტერესებს ატარებს ის ერთი კაცი".

მეგობრებო 
ეხლა კარგათ მომისმინეთ
ძირითადად ჩემს სფეროში  მოღვაწე ადამიანებს მივმართავ, ანუ ბიზნესმენებს.ვისაც არ მოგეწონებათ ჩემი მიმართვა გთხოვთ წამშალოთ მეგობრებიდან,თქვენც დაისვენებთ და მეც. 1 კვირის წინ დავწერე პოსტი და ვცდილობდი მაქსიმალურად თავშეკავებული ვყოფილიყავი. გამგებმა გაიგო და ვინც ვერ გაიგო ვწერ მაგათთვის.

გუშინდელი ოცნების დაორგანიზებულ კონტრაქციაზე ბაღის აღსაზრდელისთვისაც ნათელი გახდა რა უნდა... ერთ კაცს და ვის ინტერესს ემსახურება თუ არადა რუსეთის და საით მიათრევს ქვეყანას.

დღეს საღად მოაზროვნე ადამიანისთვის ვისაც უყვარს ოჯახი,მეგობარი,სამშობლო და რაც მთავარია გრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარი შვილების წინაშე სიჩუმე არის ღალატი, უმოქმედობა არის ღალატი. გადადგით კონკრეტული ნაბიჯი,დააფიქსირეთ თქვენი პოზიცია (ნუ შეუერთდებით იმ ბიზნესმენთა სიას რომლებმაც ფული და ქონება ამჯობინეს შვილების მომავალს).

მერწმუნეთ რომ თავისუფლების ფასი არ არსებობს, მას ვერ იყიდი, მისი შენარჩუნებისთვის ბრძოლა ღირს, სიცოცხლის დათმობაც ღირს როცა შენს მომავალს ეხება.

მე ჩემი ოჯახის ჩათვლით მომავალს ევროპული სამყაროს ნაწილად აღვიქვამ. ვერ ვიცხოვრებ ვერც რუსეთში, ვერც ირანში, ვერც ჩრდილოეთ კორეაში, და რაც მთავარია არსად წასვლასაც არ ვაპირებ. ჩემს სამშობლოს საჯიჯგნად მტერს არ დავუტოვებ.

ვიყოთ ღირსეულები და ვიბრძოლოთ ბოლომდე, უკან დასახევი გზა სამწუხაროდ არ დაგვიტოვეს.
ღმერთი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ოჯახებს.
საქართველო გაიმარჯვებს.
პატივისცემით კახა ხაზარაძე"- წერს ბიზნესმენი. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები