ივანიშვილმა გაბედა და თქვა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს - ნიკა მელია
რუსთაველის გამზირზე, რომელიც დამოუკიდებლობის და ტავისუფლებისთვის ბრძლის სიმბვოლოა, ივანიშილმა გაბედა და თქვა, რომ ქვეყნის ევროპული მომავალი მის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს, - ამის შესახებ " ახალის" ლიდრი ნიკა მელია საუბრობს. ოპოზიციონერი ლიდერი მიიჩნევს, რომ ახლა დედაქალაქს ცენტრალურ გამზირზე დგომა ყველა მოქალაქის ვალებულებაა.
რუსთაველის გამზირი, რომელიც უახლოეს, თანამედროვე სახელმწიფოს ისტორიაში არის სიმბოლო, სადაც თავისუფლებისთვის, ღირსებისთვის, დამოუკიდებლობისთვის და ევროპული მომავლისთვის ბრძოლა გაიმარჯვა და გამარჯვება მოგვიპოვებია, ამავე გამზირზე ივანიშილმა გაბედა და თქვა, რომ ეს ევროპული მომავალი, რისთვისაც თაობებმა იბრძოლეს, რომ ევროპული მომავალი მის ძალაუფლებას უქმნის საფრთხეს, მისი და მისი თანამზარხველების ფულს უქმნის საფრთხეს და აღარ აპირებს ატაროს ქვეყანა ევროპული გზით. ყველას ვალდებულებაა ვიყოთ იქ, სადაც ვართ, - ამბობს ნიკა მელია.