პარლამენტთან დაპირისპირებაა - პოლიცია "ახალის" ლიდერებს დაუპირისპირდა (ვიდეო)
პარლამენტთან, ჭიჭინაძის ქუჩაზე, სიტუაცია უკიდურესად დაიძაბა. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები ფიზიკური ძალის გამოყენებით ცდილობენ, პარლამენტთან მყოფი "ახალის" ლიდერები ადგილიდან გაიყვანონ.
კადრებში ჩანს, როგორ გაიყვანეს ძალის გამოყენებით ადგილიდან ნიკა გვარამია.
ჩვენ არ შევდგებით არავის ფეხებით, დანარჩენი ყველაფერი დაემართებათ, რაც შეიძლება დაემართოთ,“ - ამბობს ნიკა გვარამია "პირველებთან".
პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, ჩიტაძის ქუჩაზე დაპირისპირება რამდენიმე წუთია მიმდინარეობს.
სამართალდამცველებმა მოქალაქეები პარლამენტის გვერდითა შესასვლელიდან ძალის გამოყენებით გამოიყვანეს.
ჩიტაძის ქუჩაზე მობილიზებულია სპეციალური დანიშნულების რაზმი, ადგილზე გამოიყვანეს წყლის ჭავლის მანქანაც.