გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" დამარცხებულია - სოფო ჯაფარიძე

30.04.24 21:13
გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" დამარცხებულია - სოფო ჯაფარიძე

გუშინდელმა დღემ ცხადყო, რომ "ქართული ოცნება" დამარცხებულია, - ამის შესახებ ენმ-ს წევრი და მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმოამდგენელი რუსთაველიზ გამზირზე გაამრთულ აქციაზე საუბრობს. ოპოზიციის წევრი ამბობს, რომ საქართველოში რუსეთი ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს. 

ჯაფარიძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ისტორიის სწორ მხარეს დადგნენ.

ვითხოვ, რომ შეგვიშვან და გაგვცეს 83-მა მონამ პასუხი, რატომ უნგრევენ ჩვენს შვილებს მომავალს. ჩვენი მიზანი არის ეს. ჩვენი მიზანი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ ამ ქვეყანაში რუსეთი, რასაც აუცილებლად შევძლებთ. გუშინდელი დღე იყო ნათელი მაგალითი იმისა, რომ „ქართული ოცნება“ არის დამარცხებული, იყო ნათელი მაგალითი იმისა, როგორ შემოეცალა ბიძინა ივანიშვილს თვალსა და ხელს შუა მისი სიტყვით გამოსვლის დროს  ქართელი ხალხი, რომლებსაც სრცხვენოდათ, რომ იდგნენ იქ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მეგობრებო, გადმოდით ისტორიულ სწორ მხარეს და დავიცვათ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შვილების მომავალი, - ამბობს სოფო ჯაფარიძე. 

მსგავსი სიახლეები