პარლამენტთან წიწაკის სპრეი გაუშვეს (ვიდეო)
პარლამენტთან წიწაკის სპრეი გაუშვეს - ადგილზე სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია. ადგილზე შეკრებილები ამბობენ, რომ წიწაკის სპრეის გაშვებამდე გამაფრთხილებელი სიგნალი არ ყოფილა.
ადგილზე გამოიყვანეს რობოკობები და წყლის ჭავლის მანქანები. პოლიციამ პარლამენთან მიიტანა რკინის ბარიკადები.
პარლამენტთან რუსული კანონის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.