ივანიშვილო, დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას - ჯაფარიძე
"ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას," - ეს განცხადბეა სოფო ჯაფარიძემ პარლამენთან აქციაზე გააკეთა, სადაც სპეცრაზმმა დარბევა დაიწყო.
სოფო ჯაფარიძის თქმით, ივანიშვილის გათვლა, რომ აქციის მონაწილეები დაიღლებიან, არ გამართლდება.
ბიძინა ივანიშვილმა გუშინ გვითხრა, რომ დაიღლებით, შეგეშინდებათო, არც დავიღლებით, არც შეგვეშინდება, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ხედავთ, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად ჟურნალისტებს, ახალგაზრდებს, პოლიტიკოსებს, მაგრამ ვერ ეღირსებიან რომ დაგვღალონ, ასე წინა ხაზზე ვიდგები, არ მივცემ უფლებას, რომ ამ ახალგაზრდებს შეეხონ, მოვიდნენ, მე გადამიარონ, მე გამისწორდნენ ფიზიკურად, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ხელს ვერ დაადებენ. ბიძინა ივანიშვილო, შენ დამთავრებული ხარ, სიცოცხლეს შევწირავთ, მაგრამ არ მოგცემთ ჩვენი ქვეყნის გარუსების შესაძლებლობას,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.