ან ფარით, ან ფარზე, ამათ აუცილებლად დავასრულებთ - აქციის მონაწილე

30.04.24 22:18
 ან ფარით, ან ფარზე, ამათ აუცილებლად დავასრულებთ - აქციის მონაწილე

"თვალებში ჩახედეთ პოლიციელებს, მათ არ უნდათ აქ დგომა, მათ არ უნდათ ჩვენი დარბევა" - ამის შესახებ რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციის მონაწილემ განაცხადა.

"გადახედეთ პოლიციას, არავის არ უნდა ჩვენი დარბევა, ეს არის ჩვენი გამარჯვება"- თქვა სტუდენტმა. 

ახალგაზრდები ოცნებას ეუბნებიან, რომ ბოლომდე იბრძოლებენ - "ან ფარით, ან ფარზე, ამათ აუცილებლად დავასრულებთ" - ამბობს ახალგაზრდა. 

პარლამენტის უკანა შესასვლელთან პოლიციამ ე.წ. წიწაკის სპრეი კიდევ რამდენჯერმე გამოიყენა, არიან დაშავებულები. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლების მხრიდან ადგილი აქვს ძალის გამოყენებას.

პოლიციამ სავარაუდოდ, რამდენიმე პირიც დააკავა.

მსგავსი სიახლეები