ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ - დეკანოიძე

12.07.21 15:40
ფარისევლურ, ყალბ პარლამენტში მონაწილეობას აღარ გავაგრძელებთ - დეკანოიძე

ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში პარლამენტში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადებას, - ამის შესახებ ენმ-ს წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოძე ხელისუფლებას ფაშისტების დაჯგუფებას უწოდებს და ამბობს, რომ ენმ მათთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს. 

პოლიტიკოსი ამბობს, რომ ოპოზიციური პარტია პარლამენტს მონაწილეობას მხოლოდ იმ შემთხვევაში მიირებს, თუ საკითხი პროპორციულ არჩევნებს შეეხება. 

ჩვენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ფრაქცია „ძალა ერთობაშია“, იმ რუტინულ პროცესში, რომელსაც ჰქვია ამ ფარისევლურ ყალბ პარლამენტში მონაწილეობა, აღარ გავაგრძელებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად, ჟურნალისტებთან ერთად, რომლებსაც ჰკლავენ, ჩვენ ვიქნებით იქ, სადაც იქნება თითოეული მოქალაქის ინტერესი. ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ მხოლოდ და მხოლოდ იმ პროცესში პარლამენტში, რომელიც გულისხმობს საქართველოს ხელისუფლებისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს, ირაკლი ღარიბაშვილის, გომელაურის და საქართველოს მთავრობის ყველა წევრის გადაყენების საკითხს და აქვე, ჩვენ ერთადერთ შემთხვევაში მივიღებთ მონაწილეობას, ეს იქნება საქართველოს კონსტიტუციისთვის კენჭისყრა, რისთვისაც ვიბრძოდით ამდენი ხანი, პროპორციულ სისტემაზე გადასვლისთვის,  სხვა შემთხვევაში, ენმ ამ ფარისევლობაში, ამ ძალადობაში, ამ ფაშისტების დაჯგუფებასთან წყვეტს ყველანაირ თანამშრომლობას, - განაცხადა დეკანოიძემ. 
 

მსგავსი სიახლეები