"დაგვაცალეს მთელი ბოთლი სპრეი"- აქციაზე დეპუტატი ანა წითლიძე დაშავდა

30.04.24 22:25
"დაგვაცალეს მთელი ბოთლი სპრეი"- აქციაზე დეპუტატი ანა წითლიძე დაშავდა

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, ანა წითლიძე დაშავდა. 

მისი თქმით, "ხელებაწეულ მოქალაქეებს" პოლიციამ წიწაკის სპრეი შეასხა. 

ბიძინა, გგონია, ამით შეგვაშინებ?  - ახალგაზრდებს მხოლოდ იმიტომ დაუშინეს სპრეი და გამოიყენეს ძალა, რომ მამუკა მდინარაძე და სხვები პარლამენტიდან გასულიყვნენ"- ამბობს დეპუტატი. 

საკანონმდებლო ორგანოსთან დაშავდა "ილიაუნის" პროფესორი ალიკა კუპრავაც. 

ვრცელდება ინფორმაცია ჟურნალისტების დაშავების შესახებაც.  

მსგავსი სიახლეები