რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მისამართით რეზინის ტყვიებს ისვრიან

30.04.24 23:27
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეების მისამართით რეზინის ტყვიებს ისვრიან

 

 

 

რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან - გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ.

სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან. 

სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანა პარლამენტთან წინა პლანზეა. სამართალდამცავების მიერ განახლებული იერიშისა და დაკავებების შემდეგ სპეცრაზმი ჩადგა მოქალაქეებსა და პოლიციას შორის.

ვითარება პარლამენტთან დაძაბულია - დაწყებულია დარბევა, იყენებენ დემონსტრანტების წინააღმდეგ ე.წ. წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ გაზს.