წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე - გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან
წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე - გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან.
ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.
შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.
მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან - გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან.