ვაპირებთ, დავიწყოთ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა - ბადრი ჯაფარიძე
პარლამენტში ოპოზიცია კონსულტაციებს მართავს. ცოტა ხნის წინ ფრაქცია "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელს" შორის კომუნიკაცია მთავრობის მიმართ უდობლობის გამოცხადების შესახებ შედგა. ბადრი ჯაფარიძის თქმით, ინიცირებისთვის 50 დეპუტატია საჭირო და სწორედ ამ საკითხთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები ოპოზიციურ ფრაქციებს შორის.
ჩვენ ვაპირებთ, დავიწყოთ მთავრობის მიმართ უნდობლობის გამოცხადების საპარლამენტო პროცედურა. მიგვაჩნია, რომ ეს აუცილებელია რომ საზოგადოების მოთხოვნა იქნეს შესმენილი. ჩვენ გვჭირდება 50 ხმა იმისათვის, რომ მოხდეს უნდობლობის პროცედურის ინიცირება ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვექნება კონსულტაციები სხვა ოპოზიციურ ფრაქციებთან. ჩვენ გვჭირდება საზოგადოების შეთანხმება, შეთანხმება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მთავრობა გადადგება. ამის რესურსი გვაქვს, საჭიროა მობილიზაცია და უნდა მოხდეს, რომ მოვაგროვოთ 50 ხმა", - ამბობს ბადრი ჯაფარიძე.