აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

01.05.24 00:01
აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს

დარბევის შემდეგ აქტივისტებმა იუსტიციის სახლთან გზა გადაკეტეს - ამის ამსახველ ფოტომასალას ერთ-ერთი მოქალაქე ავრცელებს. ამ დროისთვის ავტომობილების გადაადგილება შეზღუდულია.

მარცხენა სანაპიროც გადაკეტილია!!!!!
ტრაილერის მძღოლმა გააჩერა და შეუერთდა აქციას!" - წერს დათა თავაძე.

წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე - გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან. რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული.

ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.

შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.

მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან - გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან. 

მსგავსი სიახლეები