დამიზნებით რეზინის ტყვიის სროლის შედეგად აქციის მონაწილე დაშავდა (ფოტო)

01.05.24 00:10
დამიზნებით რეზინის ტყვიის სროლის შედეგად აქციის მონაწილე დაშავდა (ფოტო)

სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ - აქციის მონაწილეებისთვის დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლის შედეგად რამდენიმიმე ადამიანია დაშავებული. 

ერთ-ერთი მათგანი "პირველების" კამერამ გადაიღო. რეზინის ტყვიის კვალი სხეულზე ეტყობა. 

წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე - გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან. რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული.

ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.

შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.

მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან - გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან. 

 

 

მსგავსი სიახლეები