მსახიობი ნანა ბუთხუზი - უბედურებაა, როცა ჩემივე მოქალაქე მარბევს

01.05.24 00:21
მსახიობი ნანა ბუთხუზი - უბედურებაა, როცა ჩემივე მოქალაქე მარბევს

მსახიობი ნანა ბუთხუზი სპეცდანიშნულების რაზმს მიმართავს - ეუბნება, რომ რუსეთი ჯოჯოხეთია, 

"ჩემივე თანამოქალაქე მარბევს, მტრად მთვლის, როგორ შეიძლება მე მთვლიდე მტრად? მე ვარ მტერი თუ რუსია მტერი? -  რა უბედურებაში ვცხოვრობთ.  აქ ჩვენი შვილების ბედნიერებისთვის ვდგავართ
რუსეთთან ერთად ვერ განვითარდებით, ჯოჯოხეთში გავიღვიძებთ"- ამბობს მსახიობი. 

სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ - აქციის მონაწილეებისთვის დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლის შედეგად რამდენიმიმე ადამიანია დაშავებული. 

ერთ-ერთი მათგანი "პირველების" კამერამ გადაიღო. რეზინის ტყვიის კვალი სხეულზე ეტყობა. 

წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე - გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან. რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული.

ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.

შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.

მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან - გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან. 

 

მსგავსი სიახლეები