თუ გადავლენ თავიდან თვითდაზიანების რეჟიმზე, მიიღებენ თვითდაზიანებას - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

12.07.21 15:58
თუ გადავლენ თავიდან თვითდაზიანების რეჟიმზე, მიიღებენ თვითდაზიანებას - ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე

პარტია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ოპოზიციას დესტაბილიზაციის მოწყობაში ადანაშაულებს და ურჩევს, ,,გამოვიდეს თვითდაზიანების რეჟიმიდან, თორემ მიიღებენ თვითდაზიანებას". ირაკლი კობახიძე ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე ოპოზიციას პოლიტიკურ პასუხისმგებლობას აკისრებს.

ჩვენც გვექნება პოლიტიკური რეაქცია ამ ქმედებებთან დაკავშირებით. ვერაფერს ისინი ვერ მოიგებენ ამ ქმედებებით. თუ გადავლენ თავიდან თვითდაზიანების რეჟიმზე, მიიღებენ თვითდაზიანებას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ იმ რადიკალურ ძალებს, რომლებიც უპირისპირდებიან სახელწმიფოს და ეკლესიას. პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ ძალებს დაეკისრებათ, რომლებიც ცდილობდნენ პარლამენტის საბოტაჟს, მხოლოდ და მხოლოდ, პოლიტიკური პასუხისმგებლობა დაეკისრებათ. მათ შორის იმ არეულობისთვის, რომელსაც მუდმივად უწყობენ ჩვენს ქვეყანას. ეს დასრულდება, ვერავითარი არეულობა ვერ შეიქმნება მათი ხელებიდან  ჩვენს ქვეყანაში. - განაცხადა პარლამენტში ირაკლი კობახიძემ.