პარლამენტთან მასიური დაკავებები დაიწყო
პარლამენტთან მასიური დაკავებები დაიწყო. კადრებში ჩანს, რომ დაკავების დროს სპეცრაზმელები მოქალაქეებს ფიზიკურად უსწორდებიან და ძალის გამოყენებით აკავებენ.
ვითარება უკიდურესად დაიძაბა რუსთაველზე - ისვრიან რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს.
სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ - აქციის მონაწილეებისთვის დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლის შედეგად რამდენიმიმე ადამიანია დაშავებული.
ერთ-ერთი მათგანი "პირველების" კამერამ გადაიღო. რეზინის ტყვიის კვალი სხეულზე ეტყობა.
წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე - გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან. რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული.
ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.
შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.
მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან - გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან.