პრეზიდენტი "ოცნებას": სირცხვილია, სარწმუნოებაზე აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს

01.05.24 00:50
პრეზიდენტი "ოცნებას": სირცხვილია, სარწმუნოებაზე აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს

სირცხვილია, სარწმუნოებაზე აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს - საქართველოს პრეზიდენტი "ქართული ოცნების" ხელისუფლებას მიმართავს და მშვიდობიანი მომიტინგების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტას ითხოვს. 

"მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა" - წერს სალომე ზურაბიშვილი. 

მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრს, რომ დაუყონებლივ შეწყვიტოს მშვიდობიანი აქციის დარბევა, არაპროპორციული ძალის გამოყენება, შიშველ ხელებით მოსულ ახალგაზრდების წინააღმდეგ ძალადობა. 
მივმართავ სახალხო დამცველს, მყისიერად მოახდინოს რეაგირება, რათა შეწყდეს ყოველგვარი უსაფუძლო და უადგილო  სპეცდანიშნულების ხალების ქმედებები. 
ნათლად ჩანს, რომ აქცია მშვიდობიანად მიმდინარეობდა, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, წესრიგს არაფერი ემუქრებოდა.
სირცხვილია შენ ახალგაზრდობას დაუპირისპირდე,  როცა ეროვნულობაზე გაქვს პრეტენზია, სირცხვილია საეწმუნოებაზე რომ აპელირებ და ძალადობას ახალისებ ვნების კვირის დროს! - წერს პრეზიდენტი.

 

მსგავსი სიახლეები