დუგინი თბილისის საპროტესტო აქციაზე: უცხოელი აგენტები პარლამენტის კედლებს აწყდებიან
პუტინის იდეოლოგი და პროპაგანდისტი ალექსანდრე დუგინი თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციას ეხმაურება, სადაც პროტესტის მონაწილეებს უცხოელ აგენტებს უწოდებს:
„საქართველო. ასე იციან უცხოურმა აგენტებმა წიხლების ქნევა, როცა მათ სუვერენულ ძალაუფლებას გადათვლა და რეგისტრაცია ემუქრება. პირდაპირ სამარცხვინოდ გამოიყურება. ქართველები ამაყი და მორწმუნე ხალხია. უცხოელი აგენტების ქცევა, რომლებიც პარლამენტის კედლებს აწყდებიან ვნების კვირას, ყველაფერია გარდა ქართულისა“. [ბათუმელები] წერს დუგინი