პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 6 კანდიდატი დაამტკიცა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატიდან 6 დაამტკიცა. ჯამში უვადო მოსამართლეობისთვის 9 კანდიდატი იბრძოდა.
დანიშნული მოსამართლეები არიან: გოჩა აბუსერიძე, გიორგი გოგიაშვილი, ლევან თევზაძე, რევაზ ნადარია, ბიძინა სტურუა, ლაშა ქოჩიაშვილი.
პარლამენტის რიგგარეშე პლენარულ სხდომას, ოპოზიიდან პარტია „მოქალაქეები“, „ევროპელი სოციალისტები“ და პარტია „საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდა.