ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა - ენმ

01.05.24 01:09
ლევან ხაბეიშვილი სპეცრაზმმა გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა - ენმ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე სპეცდანიშნულების რაზმმა გაურკვევეველი მიმართულებით წაიყვანა. 

ენმ-ის ცნობით, ლევან ხაბეიშვილს ვერ პოულობენ. ერთ-ერთი ვერსიით, ლევან ხაბეიშვილს სავარაუდოდ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

კანონის თანახმად, პარლამენტარს იმუნიტეტი იცავს და მისი დაკავება არ შეიძლება. 

 რამდენიმე წუთის წინ, ბიძინა ივანიშვილის პირადი დავალებით, საქართველოში რუსული რეჟიმის წარმომადგენლებმა გაიტაცეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, პარლამენტის წევრი ლევან ხაბეიშვილი. დაკავების მომენტში იგი აქციაზე დაშავებულ მოქალაქეს ეხმარებოდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მიმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უზრუნველყოს ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური უსაფრთხოება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს იგი"- ამბობენ პარტიაში. 

მსგავსი სიახლეები