აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს
რუსთაველის გამზირზე, ოპერის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის მონაწილეებმა ბარიკადები აღმართეს - "ვერ შეგვაშინებთ" - ამბობენ ახალგაზრდები.
პარლამენტთან გამართული აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და ცრემლმდენი გაზი არაერთხელ გამოიყენა. არიან დაშავებულები.