წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი - დარბევის მორიგი ტალღა რუსთაველზე

01.05.24 01:17
წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი - დარბევის მორიგი ტალღა რუსთაველზე

დარბევის მორიგი ტალღა რუსთაველზე - წყლის ჭავლი კიდევ ერთხელ გამოიყენეს სამართალდამცავებმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ.

წყლის ჭავლის გამოყენებით დაშალეს ბარიკადებიც, რომელიც ოპერასთან მოქალაქეებმა აღმართეს.

ასევე ისვრიან ცრემლსადენ გაზს და რეზინის ტყვიებს.

ვითარება უკიდურესად დაიძაბა რუსთაველზე - ისვრიან რეზინის ტყვიებს, ცრემლსადენ გაზს და წყლის ჭავლს.

სპეცრაზმი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ - აქციის მონაწილეებისთვის დამიზნებით რეზინის ტყვიების სროლის შედეგად რამდენიმიმე ადამიანია დაშავებული. 

ერთ-ერთი მათგანი "პირველების" კამერამ გადაიღო. რეზინის ტყვიის კვალი სხეულზე ეტყობა. 

წყლის ჭავლი და საპოლიციო ძალების მობილიზება რუსთაველზე - გამზირს აქციის მონაწილეებისგან ცლიან. რუსთაველის გამზირი, ფაქტობრივად, სამართალდამცავების ალყაშია მოქცეული.

ისე დაიწყეს დარბევა მოქალაქეების, რომ გამაფრთხილებელი სიგნალი რამდენიმე წამით ადრე გაისმა.

შსს-ს დამატებითი ეკიპაჟები შემოჰყავთ რუსთაველის გამზრიზე. კადრებში ჩანს შეიარაღებული სპეცრაზმელები, რომლებიც ბრძანების შემთხვევაში რეზინის ტყიებს ისვრიან მოქალაქეების წინააღმდეგ.

მანამდე კი, რუსთაველის გამზირზე რეზინის ტყვიებს დამიზნებით ისვრიან - გაფრთხილება დემონსტრანტებს არ მოუსმენიათ. სპეცრაზმელები გაზის კაფსულებს ისვრიან. 

მსგავსი სიახლეები