ჩემს გატაცებასაც ცდილობდნენ, დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან? - ვაშაძე

01.05.24 01:31
ჩემს გატაცებასაც ცდილობდნენ, დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან? - ვაშაძე

  "ჩემს გატაცებასაც ცდილობდნენ, დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან?  აი რა უნდათ?", - ამ ის შესახებ პარტია "სტრატეგია-აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშა ძემ საკანონმდებლო ორგანოსთან მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სპეცდანიშნულების რაზმები აქციაზე "პროვოკაციულად იქცევიან".

დამიზნებით მესროლეს. რატომ ისვრიან? აი რა უნდათ? ხალხის ამ პროტესტს ვერ იტანენ. სპეციალური ჯგუფი ჰყავდათ, ლევან ხაბეიშვილთან ერთად ჩემს გადაცემასაც აპირებდნენ, მაგრამ კამერები იყო და ეტყობა მაგიტომ ვერ მოახერხეს. პროვოკაციულად იქცევიან, სპეციალურად მიჰყავთ ადამიანები იმისთვის, რომ პროვოკაცია მოაწყონ. მშვიდობიან მომიტინგეებთან რა გინდათ? აი, კითხვას ვსვამ. ეს ხომ ტოტალური უკანონობაა. ბიძინას [ივანიშვილს] ვეუბნები, არ შეგრჩება! საქართველო არცერთ შემთხვევაში არ იქნება შენი. საქართველო არის ქართველი ხალხის", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

  

მსგავსი სიახლეები