ლექსო ლაშქარავა რატომ მოკალით? - შენ ნასვამი ხარ?! - "ოცნების" დეპუტატი მედიას დაუპირისპირდა
ხმაურიანი აღმოჩნდა, "ქართული ოცნების" დეპუტატის, ვასილ ჩიგოგიძისა და კრიტიკული მედიის წარმომადგენელთა გასაუბრება. "ოცნების" დეპუტატი "ტვ პირველის" რეპორტიორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
რატომ მოკალით ლექსო ლაშქარავა? - მიმართა დეპუტატს "მთავარი არხის" ხელმძღვანელმა, ნიკა გვარამიამ, რაზეც ჩიგოგიძემ იკითხა - "ნიკა, შენ ნასვამი ხარ?!
თქვენი ხელისუფლების დროს 300 კაცი მოკლეს და უნდა გითხრა, რომ შენ მოკალი?!"- მიმართა ჩიგოგიძემ მედიის წარმომადგენელს.
გარდა ამისა გვარამიამ ჩიგოგიძეს ჰკითხა, რატომ მიაყენა მან ჟურნალისტ ნენე დალაქიშვილს "რატომ ჩაარტყა წიხლი". მას შემდეგ, რაც დეპუტატმა ბრალდება უარყო, გვარამია ნენე დალაქივილს პირდაპირ ეთერში დაუკავშირდა და სადაც ჟურნალისტმა დეტალუტრად აღწერა დაპირისპირების მომენტი.
სხდომათა დარბაზში რაღაც არ მოვეწონე და ჩამარტყა დეპუტატმა ჩიგოგიძემ წიხლი არა, ხელი ჩამარტყა", - განაცხადა დალაქიშვილმა, რის შემდეგაც დეპუტატმა თქვა, რომ მას წიხლი არ დაურტყამს დალაქიშვილისთვის და ეს ჟურნალისტმაც დაადასტურა.
"რატომ იტყუები ნიკა?! წიხლი ამოვარტყი? ", - მიმართა გვარამიას ვასილ ჩიგოგიძემ, რამაც ადგილზე შეკრებნილების გაღიზიაბება გამოიწვია.
ჟურნალისტების თქმით, ფაქტი რომ ჩიგოგიძემ დალაქიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ფაქტია.
ირაკლი კობახიძემ იმ ტელევიზიის დამფუძნებელს, რომლის ჟურნალისტიც ხელისუფლებამ მოკლა, ნაბიჭვარი უწოდა, ამაზე რას იტყვით? " - ეს კითხვა კი "ფორმულას" ჟურენალისტმა ვახო სანამიმ დასვა, თუმცა პასუხი ვერ მიიღო. ჩიგოგიძე ჟურნალისტს ხელის ჩაწევისკენ მოუწოდებდა და იმუქრებიდა.
"ეს სახე დაიმახსოვრე" - სწორედ ასე მიმართა მან ადგილზე შეკრებილ სამოქალაქო აქტივისტებს.
საბოლოო ჯამში ჩიგოგიძემ ტერიტორია პოლიციის დახმარებით დატოვა.