რეაგირება მოახდინეთ ივანიშვილის ძალადობრივ დანაშაულზე - სტრატეგია აღმაშენებელი პარტნიორებს

01.05.24 02:36
რეაგირება მოახდინეთ ივანიშვილის ძალადობრივ დანაშაულზე - სტრატეგია აღმაშენებელი პარტნიორებს

 “მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა, მათ შორის ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის უკანონო დაკავება და სასტიკი ფიზიკური ანგარიშსწორება, ეს არის რუსული რეჟიმის რეალური სახე, რომელიც ცდილობს ერთი შლეგი ადამიანის, ივანიშვილის ვნებებს და შიშებს გადააყოლოს ქყვეყნის და ხალხის ინტერესები"- ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელი" საგანგებო განცხადებაში საუბრობს. 

პარტია მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებზე.

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას სწრაფი რეაგირება მოახდინოს ბიძინა ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმის დანაშაულებებზე.

მოვუწოდებთ პოლოციის და სხვა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ შეასრულონ ძალადობრივი რეჟიმის უკანონო ბრძანებები. 

მივმართავთ საქართველოს მოქალაქეებს, ერთად ვიბრძოლოთ არაძალადობრივი პროტესტის ყველა ფორმით ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.

არა რუსულ კანონს!
არა რუსულ რეჟიმს!
საქართველო გახდება ევროპა.
საქართველო გაიმარჯვებს!” - სტრატეგია აღმაშენებელი

 

მსგავსი სიახლეები