სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, ეკისრება პრემიერ-მინისტრს, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს შინაგან საქმეთა მინისტრსაც - ლელო

01.05.24 02:44
სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, ეკისრება პრემიერ-მინისტრს, პასუხისმგებლობის აღება მოუწევს შინაგან საქმეთა მინისტრსაც - ლელო

ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ძალისმიერი მეთოდებით ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს - ამის შესახებ "ლელო" რამდენიმე წუთის წინ გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს. 
 

მათი თქმით, სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, დევნასა და სისასტიკეზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ამ პასუხისმგებლობის აღება მოუწევს შინაგან საქმეთა მინისტრსაც, რომელიც უკანონო ბრძანებებს ასრულებს

საქართველოს ხელისუფლება სასტიკი დარბევით გაუსწორდა მშვიდობიან აქციას, რომელიც აპროტესტებს რუსულ კანონს, რომელიც ართმევს ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს და ხელახალი გასაბჭოებით ემუქრება.
 
ხელისუფლება გავიდა კონსტიტუციის ჩარჩოებიდან და ძალისმიერი მეთოდებით ცვლის ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ კურსს.
 
სრული პასუხისმგებლობა მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ანგარიშსწორებაზე, დევნასა და სისასტიკეზე ეკისრება პრემიერ-მინისტრს. ამ პასუხისმგებლობის აღება მოუწევს შინაგან საქმეთა მინისტრსაც, რომელიც უკანონო ბრძანებებს ასრულებს. ასეთი მთავრობა ჩვენს ქვეყანას არ უნდა მართავდეს! მათ დაკარგეს ლეგიტიმაცია!
 
დღეს და ახლა მნიშვნელოვანია სასწრაფოდ შეწყდეს ძალადობა საკუთარი მოქალაქეების და მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს დღევანდელი დარბევის გამოძიება და ყველა დანაშაულებრივი ბრძანებისა და ქმედების შეფასება!
 
პარტია "ლელო საქართველოსთვის" მოუწოდებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ მოკავშირეებს, დაიწყონ ზეწოლა ბიძინა ივანიშვილზე და მის ხელისუფლებაზე საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ყველა ბერკეტით. მოვუწოდებთ, გვერდით დაუდგნენ ქართველ ხალხს, რომელსაც მტკიცე საერთაშორისო დახმარება სჭირდება ქართული სახელმწიფოს და დემოკრატიის გადასარჩენად.
 
ქართველი ხალხი არ შეწყვეტს ბრძოლას ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის. ჩვენი პარტია მტკიცედ იდგება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში წინა ხაზზე.

მსგავსი სიახლეები