ჭავლთან მოცეკვავე გოგო: უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ვერ მოგვიგებთ

01.05.24 03:10
ჭავლთან მოცეკვავე გოგო: უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი, ვერ მოგვიგებთ

ჭავლთან მოცეკვავე გოგო, სალომე კენჭიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ მარტის აქციებიდან გაიცნო, "ტვ პირველმა" რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ჩაწერა. 

"დღეს უკეთესი ფეხსაცმელი ჩავიცვი, რომელიც არ სრიალებს, და ახტომაც არ მომიწია (ცეკვა), ისე ვიდექი"-  უთხრა სალომემ ნანუკა ქაჯაიას. 

ერთხელ გამიჭირდა, გაზი პირველად რომ ისროლეთ, მაგრამ მიეჩვია კანი, გადავყლაპე ბევრი გაზი, მეორედ რომ მომიწია, უკვე აღარ მოქმედებს ჩემზე. წიწაკის სპრეიზე, საერთოდ არ მახსოვს, რომ მაგის გამო დამეწვას სახე, წყლის ჭავლი კი თვითონაც იცით, რომ არ მაქცევს.

ვერა, ვერ მოგვიგებთ, ვერანაირად. რა თქმა უნდა, ხვალაც აქ ვიქნები"- ამბობს ჭავლთან მოცეკვავე გოგო.

 

მსგავსი სიახლეები