მეუფე ზენონი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მივიდა
დმანისისა და აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზენონი რუსთაველის გამზირზე მივიდა - სასულიერო პირი აქციის მონაწილეებთან იმყოფება. მისი თქმით, "განცხადება, რაც გააკეთა საპატრიარქომ, არ არის ის, რაც უნდა გაეკეთებინა".
მისი თქმით, რუსთაველის გამზირზე 1989 წელსაც იყო:
როგორ შეიძლება ერთმანეთს ვნებას და ტანჯვას ვუგზავნიდეთ. როგორ შეიძლება, რომ ჩვენ სამყარო გვიყურებდეს აი ასეთი სახით, დაუშვებელია"- თქვა მან.
განცხადება, რაც საპატრიარქომ გააკეთა, ჩემთვის ეს ის განცხადება არ არის, რაც უნდა გაეკეთებინათ. მიუღებელია, როცა ამბობ, რომ გეოპოლიტიკური ცვლილებები ხდება. რას ნიშნავს ეს? მე ვფიქრობ, რომ ჯობდა არ გაკეთებინათ განცხადება“, - თქვა მეუფე ზენონმა.