მეუფე ზენონი აქციის მონაწილეებს: მივმართე სპეცრაზმს არ აღმართოს ხელი თქვენზე

01.05.24 03:33
მეუფე ზენონი აქციის მონაწილეებს: მივმართე სპეცრაზმს არ აღმართოს ხელი თქვენზე

 ჩვენ ვიყავით, ვართ და ვიქნებით ევროპა - ეს სიტყვები თქვა აგარაკ-ტაშირის მთავარეპისკოპოსმა, მეუფე ზენონმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე. 

მისი თქმით, ის აქციაზე საპატრიარქოსგან დამოუკიდებლად მივიდა: 

"მე მოვედი თქვენთან, როგორც საქართველოს მოქალაქე. მოვედი თქვენთან ჩემი სისხლის და ხორცის, საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის სახელით, რომელიც აფხაზეთის ომის გმირია.  არ განვეკუთვნები არანაირ პარტიას, მე მოვედი ჩემი სინდისით თქვენთან. არ შემეძლო არ მოვსულიყავი, არ მეთქვა, რომ ჩვენ ყველამ უნდა ვიცხოვროთ სამშობლოსთვის...

 

ქრისტეს სახელით ლაპარაკობს ყველა და ჯვარცმის დღეებში ცემა-ტყეპა გვაქვს....

ჩემი მოწოდება არის ის, რომ მე მინდა გითხრათ ის, რომ თითოეული ჩვენგანის უპირველესი მოვალეობაა ვიყოთ ამ ქვეყნის მოქალაქე და ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ მოქალაქე ამ ქვეყნის და ვიცხოვროთ ჩვენი წინაპრების არჩევანით. ჩვენ ვართ ევროპა, ვიყავით, ვართ და ვიქნებით”. – თქვა მთავარეპისკოპოსმა.

მან აქციის მონაწილეებს უთხრა უთხრა, რომ სპეცდანიშნულების რაზმის წევრებსაც მიმართა: "მივმართე სპეცრაზმს არ აღმართოს ხელი თქვენზე"- თქვა სასულირო პირმა. 

მსგავსი სიახლეები