სპეცრაზმმა მხუთავი აირი გაუშვა - სამედიცინო დახმარება დასჭირდა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს
სპეცრაზმმა რუსთაველის გამზირზე, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე შეკრებილი მშვიდობიანი მოქალაქეების დაშლა განაახლა.
რუსთაველის გამზირზე, სადაც რუსული კანონის მოწინააღმდეგეები აქციას მართავენ, სპეცრაზმმა მხუთავი აირი გაუშვა - სამედიცინო დახმარება დასჭირდა "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს. რეპორტიორებს და აქტივისტებს ინტოქსიკაციის ნიშნები აქვთ.
დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენ გაზს იყენებენ.
პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ დღეს რამდენჯერმე გამოიყენა წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი.