"გასცდა კანონის ჩარჩოებს" - ომბუდსმენის თქმით, შსს-მ არაპროპორციული ძალა გამოიყენა
სახალხო დამცველი ამბობს, რომ მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ არაპროფორციული ძალა გამოიყენე.
ლევან იოსელიანი "პირველების" კითხვის საპასუხოდ ამბს, რომ "უწყება გასცდა კანონის ჩარჩოებს"
"მთავარი არის ერთი რამ, რომ არ შეიძლება ძალადობით იმოქმედოს პოლიციამ იმ პირობებში, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. ძალა უნდა გამოიყენო მაშინ, როცა ამის აუცილებლობა არსებობს. როდესაც დაიწყო პოლიციამ ძალის გამოყენება, მაშინ ამის აუცილებლობა არ არსებობდა, შესაბამისად, ეს პროპორცია არ იყო დაცული", - ამბობს იოსელიანი.