თავდასხმა ენმ-ის ლიდერზე - დაიბარებენ თუ არა გოგა მემანიშვილს გამოკითხვაზე, რომელსაც ლევან ხაბეიშვილი ასახელებს
ლევან ხაბეიშვილის სასტიკად ცემის ფაქტზე ომბუდსმენის აპარატი შესაბამის დოკუმენტაციას საგამოძიებო სამსახურს უახლოეს პერიოდში გადაუგზავნის და მოახდენს მონიტორინგს, თუ როგორ წარიმართება გამოძიება.
ამის შესახებ ლევან იოსელიანმა ინგოროყვას კლინიკასთან განაცხადა, სადაც ლევან ხაბეიშვილი პირადად მოინახულა.
"მოვინახულე ლევან ხაბეიშვილი და სოფო ჯაფარიძე. ლევან ხაბეიშვილს აღენიშნება გარეგნულად დაზიანებები და კონკრეტულ, ფაქტობრივ გარემოებებს მიუთითებს, რა გარემოებაში მოხდა მისი ცემა.
ხაბეიშვილი მიუთითებს, რომ პოლიციელების მხრიდან იყო მასზე ფიზიკური ძალადობა, რომ ერთ-ერთი მაღალჩინოსანი მიუთითებდა, რომ ის ეცემათ და ა.შ. ყველა ამ ინფორმაციაზე ჩვენ შესაბამისი დოკუმენტაცია შევქმენით და რა თქმა უნდა, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს გადავუგზავნით ამ ინფორმაციას და შემდეგ მოვახდენთ მონიტორინგს, როგორ წარიმართება გამოძიება", - თქვა იოსელიანმა.