რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული მიტინგი - კობახიძე ჟურნალისტებზე
,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მედიის ორგანიზებულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე მედიას "რადიკალურ, ანტიქრისტიანულ დაჯგუფებას უწოდებს".
გუშინ ჩვენ ვიხილეთ რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების მიერ ორგანიზებული მიტინგი, დღეს იგივეს იმეორებენ. არაფერი კავშირი არ აქვს მედიამენეჯმენტთან არც "ჭუტას", არც ნოდარ მელაძეს და არც გვარამიას. ისინი არიან ჩვეულებრივი რადიკალური, ანტიქრისტიანული დაჯგუფებების ლიდერები, შესაბამისად, მათ საზოგადოება პასუხს გასცემს არჩევნებზე"- თქვა ირაკლი კობახიძემ.