აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს - დარახველიძე

01.05.24 10:32
აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს - დარახველიძე

შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ამტკიცებს, რომ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შორის, ქვებს და ბოთლებს.

ალექსანდრე დარახველიძემ საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე ირწმუნებოდა, რომ გუშინდელმა აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო.

„საზოგადოებამ ნათლად იხილა, რომ აქციამ სრულად მიიღო ძალადობრივი ხასიათი. ყველამ კარგად ვნახეთ, როგორ უპირისპირდებოდნენ აქციის მონაწილეები პოლიციელებს, ისინი მათ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ. სამართალდამცველების მიმართულებით ისროდნენ სხვადასხვა მძიმე საგნებს, მათ შoრის, ქვებს და ბოთლებს. ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო 6-მა პოლიციელმა, რომლებიც სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილი არიან სამედიცინო დაწესებულებებში,“ - განაცხადა დარახველიძემ.

 

მსგავსი სიახლეები