რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილავენ - პლენარული სხდომა 12:00 საათზე დაიწყება
საქართველოს პარლამენტში რუსულ კანონს მეორე მოსმენით დღეს განიხილავენ - პლენარული სხდომა დღეს, ზუსტად 12:00 საათზე დაიწყება.
მოსმენის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შესასვლელთან საპროტესტო აქცია გაიმართება. ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები რუსულ კანონს კიდევ ერთხელ ეტყვიან არას.