აღშფოთებული ვარ, თბილისში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის კადრებით - ლექსმანი
ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ განხორციელებული სადამსჯელო ოპერაციით აღშფოთებულია.
ლექსმანი X-ზე აზიარებს ნაცემი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ფოტოს და წერს, რომ "ოცნების" ხელისუფლება საქართველოს რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ მიუძღვება.
"აღშფოთებული ვარ, თბილისში დემონსტრანტების მიმართ პოლიციის მხრიდან განხორციელებული ძალადობის კადრებით. ეს არ არის სამართალდამცავი ორგანო. სიტუაციის განმუხტვის ნაცვლად, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ამწვავებს დაძაბულობას, პოლარიზაციას და მიუძღვება საქართველოს რუსული სტილის ავტორიტარიზმისკენ.."- წერს ლექსმენი.