"გუშინ პოლიცია მოწოდების სიმაღლეზე იყო" - "ოცნების" დეპუტატი
გუშინდელი სასტიკი დარბევის შემდეგ "ოცნების" დეპუტატი გიორგი ჩაკვეტაძე ამტკიცებს, რომ პოლიცია ომწოდების სიმაღლეზე იყო. მმართველი პარტიის წევრი მომხდარში ისევ აქციის მონაწილეებს ადანაშაულებს და ირწმუნება, რომ პროტესტის მონაწილეები მათ შენობის დატოვების საშუალებას არ აძლევდნენ.
არსებობენ შესაბამისი სამსახურები, რომლებიც გამოიძიებენ ამ საკითხს და დაველოდოთ. რა თქმა უნდა, ფიზიკური ანგარიშსწორება ვინმეზე, ეს არის მიუღებელი. რაც შეეხება იმას, თუ როგორ იქცეოდნენ აქციის მონაწილეები, ცდილობდნენ, რომ ჩვენ არ დაგვეტოვებინა პარლამენტის შენობა, მაგრამ პოლიცია იყო მოწოდების სიმაღლეზე. გატარდა შესაბამისი ღონისძიება, რომლითაც ჩვენ შევძელით შენობა დაგვეტოვებინა. რაც შეეხება კანონს, არ დავუშვებთ იმას, რომ ჩვენი საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, - ამბობს ჩაკვეტაძე.
ჩაკვეტაძის პასუხმა "ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი წყობიდან გამოიყვანა. ოპოზიციის წევრმა სახელისუფლები გუნდის წევრს ტელეფონში გუშინდელი სასტიკი დარბევის კადრები აჩვენა და დაინტერესდა, ჰქვია თუ არა ამას "მოწოდების სიმაღლეზე" დგომა.
ეს შესაბამისი ღონისძიებაა? ამას ჰქვია მოწოდების სიმაღლეზე ყოფნა?