მან დღეს თავი გამოიცხადა ,,ორკების", მოძალადეების პრემიერად- ელენა ხოშტარია ღარიბაშვილზე
,,დროას" ლიდერი აცხადებს, რომ საქართველოს პრემიერს მიტაცებული აქვს თანამდებობა და მისი პოსტი არალეგიტიმურია. ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი ბრიფინგით მწვანე შუქი აუნთო ძალადობას და ამით არა მარტო პოლიტიკური, არამედ ადამიანური სახეც დაკარგა.
პრემიერი დღეს არალეგიტიმურია, არღვევს კონსტიტუციას, მას მიტაცებული აქვს სკამი ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით. მან დღეს თავი გამოიცხადა ,,ორკების", მოძალადეების პრემიერად. მან პირდაპირ თქვა დღეს, რომ ქვეყანაში კანონი არ იქნება, იქნება უმრავლესობის დიქტატურა და უმცირესობებს უფლებები არ ექნებათ. გულისხმობდა პრაიდსა და სექსუალურ უმცირესობებს, მაგრამ ეს ყველა უმცირესობაზე ვრცელდება, რომელიც არ მოეწონება ხელისუფლებას. დღეს ასეთ ჯგუფებში არიან ჟურნალისტები და პოლიტიკური ოპონენტები..
პრემიერმა პოლიტიკური ფსკერის გარდა ადამიანური, მორალური ფსკერიც გახვრიტა. მათ უნდათ, რომ ჟურნალისტის მკვლელობა ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი ნორმა გახდეს - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.